თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წლის იუბილე
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
გიორგი ცინცაძემ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ადნან ალთაი ალთინორს ეროვნული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ვულოცავ ჩვენს მეგობარ და მეზობელ თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მნიშვნელოვან თარიღს. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას გააერთიანებს, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქალაქს, ისე მთელ რეგიონს“, - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.