21.02.2025
უამინდობასთან დაკავშირებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება

უამინდობასთან დაკავშირებით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.
სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდა თოვლის საფარისგან და ტექნიკური მარილის დაყრა.
იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.
ამ დროისთვის ყველა არხი გამტარუნარიანია.