logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
13.08.2025

უბილეთო მგზავრობისთვის 7240 პირი დააჯარიმდა


Image

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს უბილეთო მგზავრობისთვის 7240 პირი დააჯარიმა.

 

მგზავრი ვალდებულია საფასური საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს. მუნიციპალური ინსპექცია უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს რამდენიმე ლოკაციაზე ერთროულად ახორციელებს.