logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.gov.ge
13.10.2024

უხვი ნალექი ბათუმში


Image

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცემერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.

პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას - ვიდეორგოლი