logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.11.2024

უხვი ნალექისა და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს


Image

გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექისა და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები კობალაძის ქუჩაზე არსებულ ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხზე დასრულებულია.

შტორმის შედეგად არხში დარჩენილი ქვიშისა და სილის მასა სპეცტექნიკით გაიწმინდა.

ამ დროისთვის ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები შეუფერხებლად მუშაობს.