უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია განახლდა

ბათუმის მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია განახლდა.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების შედეგად გამარტივდა არსებული კრიტერიუმები. მათ შორის, დაზუსტდა იმ ქონებების ჩამონათვალი, რომელთა საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად და მსგავს ოჯახებს და პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ უსახლკაროდ რეგისტრაცია.
დამაბრკოლებელ გარემოებად არ ჩაითვლება კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატუსის მაძიებლის მიერ არაუმეტეს 10 კვმ კომერციული/საცხოვრებლად ვარგისი სხვა ფართის ქირის (იჯარის) უწყვეტად გადახდის ფაქტი.
ასევე დაზუსტდა ავტომანქანის ის მონაცემები, რომელთა საკუთრებაში ქონა არ წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მინიჭებისათვის გამომრიცხავ გარემოებას.
გამარტივებული კრიტერიუმები პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირისა თუ ოჯახის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.
მიღებულ განცხადებებს კომისია შეისწავლის. განმცხადებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შეცვლილ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდებიან უსახლკაროთა ბაზაში, ბათუმის მერიის მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრისით.
განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:
• გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. #22
• აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის #55
• ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. #21
• კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - ფრიდონ ხალვაშის გამზირის მე-12 ჩიხის #2
• აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. #19
• ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. #7
• ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. #70
• თამარის ადმინისტრაციული ერთეული - ი. გრიშაშვილისქ. #1
• ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. #14
• ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. #93
• ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ჭავჭავაძის ქ. #75
• რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. #8
• ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. #39
• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი #42