29.10.2024
ვარშანიძის 71-ში სკვერის მოწყობა
აქტიურად მიმდინარეობს მამია ვარშანიძის 71-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები, სადაც უკვე დასრულდა სტადიონის შემოღობვა, სანიაღვრე არხის მოწყობის, გრანიტის ფილების აკვრის, ატრაქციონების მოწყობისა და დეკორატიული ფილების დაგების სამუშაოები. აღნიშნულ მისამართზე ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხალიჩის დაგების და სანათების მონტაჟის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დარჩენილია კაუჩუკის და მწვანე საფარის დაგების, ასევე სპორტული ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები. ღონისძიებისთვის 1 509 547, 76 ლარი არის გამოყოფილი და დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 15 დეკემბერი. ხელშეკრულება სკვერის მოწყობას სულ 6 მისამართზე ითვალისწინებს და ჯამური ღირებულება 3 393 694 ლარს შეადგენს.