03.06.2025
XX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის საზეიმო დახურვა

"დღეს XX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის საზეიმო დახურვას დავესწარი. ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია იმ კულტურული მოვლენის მასპინძლობა, რომელიც, უკვე ორი ათწლეულია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება და ახალ თაობას მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
მადლობა მინდა გადავუხადო მონაწილეებს, ორგანიზატორებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალის წარმატებაში წვლილი შეიტანა"- ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე