logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ახალ ბათუმში


ბათუმის მერია ახორციელებს ახალ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს
შემოერთებულ ტერიტორიებზე: ადლიის, კახაბრის, აეროპორტისა და ხელვაჩაურის
ინდუსტრიული დასახლებებში, შეიქმნას უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების
გამართული სისტემები.
 

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია:
▪️ ჩაქვის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა;
▪️ ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განახლება;
▪️ წყალარინების A სატუმბი სადგურის მშენებლობა;
▪️ წყალარინების B სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
▪️ ჩაქვის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
▪️ მეჯინისწყლის ჭაბურღილის გაფართოება წყლის წარმოების სიმძლავრის გაზრდის მიზნით.
 

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი გერმანია-
საქართველოს ფინანსური თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკის (KfW) დახმარებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 80 მილიონ
ევროს შეადგენს.

 

პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები:

შპს „ბათუმის წყალი“ ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება და წარმადობის გაზრდა სკოპინგის ანგარიში

BAT V SEP

BAT V LALRF

ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში