logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
25.09.2026 სიახლე

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული კლიმატური ინიციატივების მხარდასაჭერად აცხადებს საგრანტო კონკურსს


Image

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული კლიმატური ინიციატივების მხარდასაჭერად აცხადებს საგრანტო კონკურსს.
 

კონკურსი ხორციელდება Bloomberg Philanthropies-ის მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდული კლიმატური სამოქმედო ფონდის “(Youth Climate Action Fund – YCAF) პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ბათუმში მცხოვრები 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების მიერ ინიცირებული და განსახორციელებელი კლიმატური პროექტების მხარდაჭერას.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ბათუმის ადგილობრივი კლიმატური გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში, ახალგაზრდული იდეების ქალაქის კლიმატურ პრიორიტეტებთან დაკავშირება და მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობის შექმნა.

კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწევა 15–24 წლის ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ინიცირებულ, შემუშავებულ და მართულ პრაქტიკულ კლიმატურ პროექტებს.

პროექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

  • გარემოს დაცვა;
  • მწვანე და მდგრადი ურბანული გარემოს განვითარება;
  • კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერება;
  • სხვა შესაბამისი კლიმატური მიმართულებები, რომლებიც პასუხობს ქალაქის ადგილობრივ საჭიროებებსა და კლიმატურ გამოწვევებს.
     

საგრანტო დაფინანსება:
 

ერთი პროექტისთვის მოთხოვნილი დაფინანსება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 000 და არაუმეტეს 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს, რომელიც ჩაირიცხება დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის ანგარიშზე პროექტის განსახორციელებლად.
 

კონკურსის შედეგად დაფინანსდება სულ მცირე 8 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი.
 

განაცხადების მიღების ვადა:

განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 25 სექტემბერს, 09:00 საათზე და დასრულდება 2026 წლის 6 ნოემბერს, 18:00 საათზე.

განაცხადი და კონკურსით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ელექტრონული ფორმით, სპეციალურად კონკურსისთვის განსაზღვრულ ელექტრონულ ფოსტაზე:

ycaf@batumi.ge

განაცხადი წარდგენილად ჩაითვლება აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე მისი მიღების თარიღისა და დროის შესაბამისად.
 

კონკურსის პირობები:

კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორი შესაძლებლობის, ახალგაზრდული ლიდერობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებისა და თანხების მიზნობრივი გამოყენების პრინციპების დაცვით.

კონკურსის დებულება, კონკურსის წესები და პირობები, ასევე განაცხადის/აპლიკაციის შესავსები ფორმა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას.
 

საკონტაქტო:

(0422) 2246312 

+995 (599) 084 600 ნატალია ნაკაშიძე;

+995 (577) 241 551 ნინო ბეჟანიძე;

ლ.ასათიანის ქ. №25 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია